როგორც კი ჩვენ ამ დღეებში გავარკვევთ კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნებთან, ვისთან და რა პირობით ვხსნით, შემოვა სხვა კომპანიებიც - Lufthansa, იმედი გვაქვს, რომ Airfrance შემოვა, მათთან ვსაუბრობთ,Wizzair-იც, ფრენების გარკვეული რაოდენობით, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები. ვნახოთ, Ryanair-თან როგორ მოვილაპარაკებთ, რადგან ამ მიმართულებებთან არ გვაქვს სრული სინათლე.
ეს იქნება ისევ კონკურენცია, არა იმ დონის, რაც შარშან გვქონდა, მაგრამ მიახლოებული. ეს თავისთავად დაარეგულირებს ფასებს.