კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: ინდივიდუალურად უნდა შეაფასოთ, გიღირთ თუ არა მაღალი რისკის ქვეყანაში გამგზავრება

თუ მგზავრობა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მის გარეშე გარდაუვალია უარყოფითი შედეგები ... დღეს მგზავრობა მსოფლიოში აღიქმება და ითვლება დაავადების შემდგომი გავრცელების ერთ-ერთ რისკად. თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მგზავრობისა და ქვეყანაში უკან დაბრუნების რისკი, შესაძლო შედეგები და იმის მიხედვით გადაწყვიტოს, სად, რომელ ქვეყანაში გაემგზავროს, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს მისი ჯანმრთელობისთვის, დაბრუნების შემდეგ – მისი ოჯახისთვის, გარშემომყოფებისთვის და, შესაბამისად, გადაწყვიტოს, ღირს ახლა, პანდემიის დროს გამგზავრება, თუ სჯობს, რომ რომელიმე მაღალი რისკის ქვეყანაში გამგზავრება გადაავადოს.

თქვა NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ფრენების აღდგენის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

კომენტარები