ქართული ოცნება

ბედინეიშვილი: სასწრაფოდ და მკაცრად უნდა შეიზღუდოს მარეგულირებლების მანდატი

რაც ამ დღეებში პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში ხდება (ტელეკომუნიკაციის კომისიის და სემეკის კანონპროექტები), უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად აჩვენებს, რა წარმოუდგენელი დონის უმეცრება და მავნებლობაა დაგროვილი მარეგულირებელ კომისიებში.

ივანიშვილის ერთგული არაკომპეტენტური ჯეელები ("დამოუკიდებელი მარეგულირებელი ნარმანია" – სამსიტყვიანი ანეკდოტია), ძალიან ჩქარობენ ეკონომიკის უმსხვილეს სექტორებში ნებისმიერ გარიგებაზე პატრონის ფაქტიური ვეტო უზრუნველყონ.

ამას დაუმატეთ მესამე მუშკეტერი სებ-ის პრეზიდენტის სახით თავისი ჭარბვალიანობისა და ლარიზაციის შედევრული ინიციატივებით და ადვილი მისახვედრია, რატომ არ შემოდის ქვეყანაში ინვესტიციები და რატომ შემოგვადნა ხელში ლარი.

სასწრაფოდ და მკაცრად უნდა შეიზღუდოს მარეგულირებლების მანდატი

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

კომენტარები