ქართული ოცნების საარჩევნო სია

ცქიტიშვილი: ქართული ოცნება საკადრო რესურსით ძალიან მდიდარია

ქართული ოცნება საკადრო რესურსით არის ძალიან მდიდარი. რა თქმა უნდა, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მაჟორიტარი, ვინ იქნება პარტიულ სიაში. ეტაპობრივად ამ ყველაფერს საზოგადოებას წარვუდგენთ. 

[...] ახალი სახეები აუცილებლად იქნება და ყოველთვის არის, ჩვენ ყოველთვის წარვადგენთ ყველა პოზიციაზე ახალ ადამიანებს პარტიაში, ახალგაზრდებსაც, ქალბატონებსაც და, შესაბამისად, ვნახავთ...

ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, რომლებიც საარჩევნო სიას შეეხებოდა. 20 ივლისს ქართული ოცნება მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

კომენტარები