აშშ-საქართველო

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, სერიოზულად მივუდგეთ კონგრესმენების წერილებს

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში მკაფიო დაყოფაა შტოებს შორის. ეს წერილი გახლავთ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის შტოს წერილი და ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ განცხადება გავაკეთო. უნდა მოვუსმინოთ და სერიოზულად მივუდგეთ კონგრესიდან წამოსულ წერილებს, რადგან ეს ის ხალხია, ვინც წლებია, აკვირდება საქართველოს განვითარებას და ზრუნავს მის წარმატებაზე.

რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, მქონდა ურთიერთობა მმართველო პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილზე. მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. მათი შეფასებით, "მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის".

კომენტარები