ტურიზმი და კორონავირუსი

თურნავა: ბევრ ქვეყანას უნდა, გავუხსნათ ცა, მაგრამ მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება

ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრ ქვეყანას უნდა, საქართველოსთან გაიხსნას ცა და დაიწყოს პირდაპირი ფრენები, რადგან საქართველო არის ძალიან მიმზიდველი და უსაფრთხო, სწორედ იმიტომ, რომ ვართ უსაფრთხოები, ამიტომაც არის ეს მოთხოვნა.

ძალიან ბევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ცდილობს, რომ საკუთარი ქვეყნის ავიახაზები უფრო თავისუფლად დაფრინავდნენ საქართველოში, გვესმის, კომერციულად გაუჭირდათ ავიაკომპანიებს და მათ მომგებიანობაზე ზრუნავენ სახელმწიფოები, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეს არის მთავარი პრიორიტეტი.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საბერძნეთის ელჩის განცხადებაზე. დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის და უკვირს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი. რუსთავი ორთან ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საბერძნეთს კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვს, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს, რომელსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. მისივე თქმით, საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, რომ ევროკავშირს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა.

კომენტარები