არჩევნები 2020

კობახიძე: მადლობა ღმერთს, გვაქვს საშუალება, რომ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა

კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. ევროპული საქართველო ზუსტად იგივეა [რაც ნაციონალური მოძრაობა - შეგვიძლია, ტოლობის ნიშანი დავუსვათ. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის 12%-იანი "ნაცმოძრაობა", ხოლო ევროპული საქართველო - 3%-იანი "ნაცმოძრაობა", თორემ შინაარსობრივად მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ერთი მეორეს სჯობნის იმ ნეგატიური მხარეებით, რითაც ხასიათდება ზოგადად ნაციონალური მოძრაობა.

სხვა პარტიებსაც რაც შეეხება, მათაც, არ ვიცი... დღეს ოპოზიციური სპექტრი, მთლიანობაში, არის ძალიან პრობლემური, თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი სახეებით... მათთანაც [ალეკო ელისაშვილთან და ლელოსთან] გამოირიცხა. მათთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა და მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა.

ნებისმიერი კოალიცია იქნებოდა ძალიან პრობლემური ამ ოპოზიციური სპექტრის პირობებში, რომელიც არის მთლიანად აგებული რაღაც მერკანტინულ და საკუთარ, სუბიექტურ ინტერესებზე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ღამის კურიერში. აღსანიშნავია, რომ Edison Research-ის ბოლო კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები იყოს, მმართველ პარტიას ხმას მხოლოდ 39% მისცემდა.

კომენტარები