ჭავჭავაძის გამზირი

კალაძე: ბოდიშს ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს საცობში იდგა

ეს თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ისევ და ისევ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მე მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო მოძრაობა და მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა მძღოლს, ვინც ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. 

ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ ავტომობილს და გადავაადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და, რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოგიხადოთ.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. ილია ჭავჭავაძის გამზირზე პირველი აგვისტოდან ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. მე-2 და მე-3 ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამ ზოლებში მხოლოდ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ივლიან.

კომენტარები