გამყრელიძე: შემთხვევების 15-მდე ზრდა არ არის პანიკის საფუძველი

ერთნიშნა რიცხვიდან ორნიშნა რიცხვზე, 15-მდე ზრდა და თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომელიც არ არის მართვადი და განსაკუთრებული პანიკის საფუძველს იძლევა, ან კიდევ, ღონისძიებების განსაკუთრებით გამკაცრების.

მიუხედავად იმისა, სამი იქნება, ხუთი იქნება თუ ნული იქნება, ის ღონისძიებები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, ყოველთვის უნდა გავატაროთ, იმიტომ, რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდით არის და ცირკულირებს, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც, ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ამიტომ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დაგვჭირდება თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები