მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი კრიმინალზე: საქართველო ივანიშვილმა დაამსგავსა 90-იანების რუსეთს, სადაც ფული იშოვა

საქართველოს, ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს. ბოლო წლებში დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გაშვება გარეთ. 

საქართველო ივანიშვილმა დაამსგავსა 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან გააკეთა ფული, სადაც ადამიანის ცხოვრება არ ღირდა არაფერი. ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილიდან, შემდეგ ხორავას ქუჩა და უამრავი სხვა. ეს რაც ვიცით და ათასობით სხვა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე. 

სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა ქვეყანაში. ნარკოტიკებმა წალეკა ახალგაზრდები. დაუსჯელობის სინდრომმა გაუხსნა კრიმინალებს ხელი და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის, გახარიასა და ამ ბანდის მიერ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შესაჩერებელი, ეს მკვლელი, მანიაკი არის შესაჩერებელი. პირადად მე, არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას გასაჭირში. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს, ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს.  

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები