არჩევნები 2020

კაპანაძე: მთავრობას სურს, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის არ შეექმნას პრობლემა და შეფერხება.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. ისინი იმალებიან კორონაკრიზისის და პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა, შესაბამისად, იქნება მცირე.

ჩვენ უკვე კარგად ვხედავთ, თუ რა დაიწყო ხელისუფლებამ – უკვე დაიწყო მოსყიდვის სხვადასხვა პროგრამის ამოქმედება და, როგორც ჩანს, აპირებს, რომ ეს ტემპი კიდევ გააძლიეროს წინ. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლები დამკვირვებელი იქნება, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაცია აღნუსხავს ამ დარღვევებს, მით უკეთესი არის მათთვის.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, სერგი კაპანაძე.

კომენტარები