არჩევნები 2020

კობახიძე: ღალატს ბოდიში ვერ შველის, სააკაშვილი უმკაცრეს პასუხს მიიღებს ამ არჩევნებზე

როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება შენი უმძიმესი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ამას ვერავის ვერ "აჭმევ" და საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც მოიხადა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე.

ბოდიში არ შველის ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ოკუპაციის გაფორმება.

მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს ბუნებრივია ბოდიში არ შველის და ვერ შველის. შესაბამისად, ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს არჩევნებს.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

კომენტარები