ღირსეული პარტნიორი 2020

გახარია ღირსეული პარტნიორი 2020-ზე: ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ღირსეული პარტნიორი 2020 არის მნიშვნელოვანი გაგრძელება ამ წვრთნების ციკლის და, რა თქმა უნდა, ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მზაობის და მათი თავსებადობის ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ უაღრესად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ცოდნა, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები დღეს აქ მიიღებენ, ჩვენ ერთობლივად, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ. 

[...] ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯი.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამის შესახებ ღირსეული პარტნიორი 2020-ის წვრთნების ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

კომენტარები