კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: აჭარა წითელ ზონად ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის

აჭარა წითელ ზონად საქართველოს სტანდარტებით ჯერ გამოცხადებული არ არის და მითუმეტეს, არ არის საერთაშორისო სტანდარტებით. 

ჩვენ ვიმყოფებით დღესდღეობით იმ ზღვარზე, სადაც ჯერჯერობით არის ყვითელი ზონა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯები, რომ დროულად იყოს ლოკალიზებული ვირუსი და შესაბამისად, დადგენილი კონტაქტები და გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილი. 

ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც არის დღესდღეობით აჭარის რეგიონში, ეს არის 14,6. 20 ინციდენტობის შემდეგ ჩვენ გადავალთ აჭარაში წითელ ზონაზე. პროგნოზი იმის და ასევე პერსპექტივა, რომ აჭარაში ჩვენ შევძლოთ სიტუაციის კონტროლზე აყვანა, ჯერჯერობით დამაიმედებელია.  

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ TV იმედის ეთერში.

კომენტარები