კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მასწავლებლები მოეშვნენ, 2 200 იყო აჭარაში, გამოსაკვლევად მხოლოდ 1 011 მივიდა

ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ, რატომღაც, ისინი ოდნავ მოეშვნენ. 2 200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარაში და საქართველოს ყველა რეგიონში ისინი დაექვემდებარნენ გამოკვლევას. 

ამ 2 200-დან გამოსაკვლევად მხოლოდ 1 011 მივიდა, ანუ 46% და 7-ის დადასტურება გვაქვს.  

ისევ და ისევ ვთხოვ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით, აგვისტოში ბათუმსა და აჭარაში იყო, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად - ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე - დაუკავშირდნენ თავიანთი მუნივიპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები