კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ხალხი მორალურად მზად უნდა შეხვდეს შემოდგომას და ისწავლოს თანაცხოვრება Covid19-თან

მეტად მკაცრი მიდგომების საჭიროება არ დამდგარა, თუ ჩვენ ამას დავინახავდით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ არ დავიხევდით ამ ნაბიჯების გადადგმაზეც უკან, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ დღესდღეობით, მეტად უფრო გამკაცრება საჭირო იყო. ჩვენ გვაქვს კიდევ წინ შემოდგომა-ზამთრის თვეები, როდესაც მოლოდინი გვაქვს სეზონური ვირუსების გავრცელების, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობა მორალურად მზად შეხვდეს მას და ისწავლოს თანაცხოვრება კორონავირუსთან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ხომ არ იყო საჭირო უფრო მკაცრი მიდგომები თუნდაც აჭარასთან მიმართებით.

კომენტარები