ის პოლიტიკური მოტივი, ბატონო გიორგი, რაც თქვენ დაასახელეთ, თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით ჩამოსვლაში, ეს რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს ის, აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკონსულოებსა და საელჩოებში.
და მეორე, მესმის თქვენი სუფთად პოლიტიკური მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც, შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და, აი, საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ ამ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, ნუ წუხართ ამაზე.