თურნავა: შვედეთი არ არის წარმატებული მაგალითი, სიკვდილიანობა 120-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან

აქ მესმოდა, რომ შვედეთის მაგალითი მოყავთ, რომ იქ არ დაუხურიათ, იქ უფრო ლიბერალურად მიუდგნენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო უფლებამოსილია საკუთარი გზა აირჩიოს, მაგრამ ეს არ არის წარმატებული მაგალითი, იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 120-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში და მოსალოდნელია ეკონომიკური კლება ორჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში, 7-8%. 

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში ვიზიტის დროს, სხვადასხვა ქვეყნების ანტიპანდემიურ სტრატეგიაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ შვედეთი არ არის წარმატებული მაგალითი.

კომენტარები