ქართული ოცნება

მეზურნიშვილი: ქვეყანა ტურბულენტურ ზონაშია, მაგრამ ხომალდს გამოცდილი მეთაური ჰყავს

ჩვენი ქვეყანა მართლაც შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე და თავის ქვეყანაზე, ადამიანი ძალიან მაგარი ეკიპაჟით. სხვათა შორის, ამ ხომალდში ოპოზიციაც იმყოფება, შევახსენებ. ძალიან კი ცდილობენ პილოტის შეცვლას, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ საკითხს განაგებს ხომალდში მგზავრთა უმრავლესობა, რომელსაც თქვენ, მეგობრებო, [ოპოზიცია] ნამდვილად არ წარმოადგენთ.

ასე რომ, შემიძლია რჩევა მოგცეთ, ღვედი შეიკარით, დატკბით მოგზაურობით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ ეკიპაჟის მეთაურობით, მინიმუმ, კიდევ 4 წელი გაგრძელდება, ასე რომ, ბედნიერ ფრენას გისურვებთ.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები