არჩევნები 2020

კალაძე: ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე ზრუნავს

ყველაზე კარგად აქ შეკრებილმა ადამიანებმა იციან, თუ რა ხდებოდა ხონში 2012 წლამდე. მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ჭაობში იყო ჩაფლული, შეფერხებული იყო განვითარება, ქალაქში შექმნილი დოვლათი კი ერთეული ადამიანების კეთილდღეობას ხმარდებოდა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა. ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს.

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე.

კომენტარები