კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი კორონავირუსზე: სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს

გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც აქვთ მეწარმეებს და ეკონომიკურ სუბიექტებს, ამას არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს, ეს ბუნებრივია, დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციასა და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ამა თუ იმ რეგიონში, რაზეც საზოგადოება მივაწვდით ინფორმაციას.

თუმცა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონშიც წერტილოვანი და ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ზედმიწევნით წესები.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

კომენტარები