კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჯანდაცვის სისტემას 3 200 საწოლი აქვს მობილიზებული, დღეს დიდი პროცენტი თავისუფალია

ჯანდაცვის სისტემას 3 200 საწოლი აქვს მობილიზებული. დღეს უკვე გაშვებულია 2 522 საწოლი, აქედან თავისუფალი საწოლი არის 500-ზე მეტი. 

იმის აუცილებლობა, რომ თუ ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, ვერ მოხდეს, ასეთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ის, რომ ჩვენ ვიყენებთ ჰოსპიტალური მოვლის ნაცვლად სასტყუმრო მოდეს, ეს არის ერთი მხრივ, ის, რომ იყოს შუალედური ეტაპი, ვიდრე უფრო თამამი გადაწყვეტილება იქნება მიღებული პაციენტების ბინაზე მართვასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. ეს საკითხი ასე არ არის, რადგან დღეს საწოლების საკმაოდ დიდი პროცენტი არის თავისუფალი. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

კომენტარები