კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე კლასელების კლასტერზე: ქართველები იტალიელებს უფრო ვგავართ, ვიდრე შვედებს

იცით, ქართველი ხალხის ბუნება, ჩვენ ბუნებით იტალიელებს და ესპანელებს უფრო ვგავართ, ვიდრე ვთქვათ, გერმანელებს და შვედებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ ყველა მითითებას და ძალიან კანონმორჩილები არიან.

ასევე, ჩვენი ტრადიციები ხალხმრავალი შეკრებების, მათ შორის, სარიტუალო შეკრებების, ამიტომ უჭირს მოსახლეობას ჯერ ამის გათავისება, მაგრამ უკვე არის იმის ნიშნები, რომ ხდება საჭირო მიმართულებით, მათ შორის მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ცვლილება.

გარკვეული დათვური სამსახური ამაში შეიძლება გაგვიწია იმ ძალიან კარგმა მდგომარეობამ, რომელსაც დიდხანს ინარჩუნებდა საქართველო. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერმა ჩაიარა და რომც არ დაიცვან რეგულაციის ზომები ძალიან მკაცრად, ქვეყანაში იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ არაფერი არ მოხდება, აი, ამ ცრურწმენისგან უნდა გავთავისუფლდეთ, უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ჯერ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სოფელ დიღომში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელება "არაახალგაზრდა კლასელების" შეკრებას უკავშირდება.

კომენტარები