ეკონომიკა

გვენეტაძე: საარჩევნო აჟიოტაჟის შემდეგ, ლარის კურსი წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებზე განმარტებს ფეისბუკზე აკეთებს. გვენეტაძის თქმით, ლარი ამჟამად წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია და მიმდინარე გამოწვევების და არჩევნების ჩავლის შემდეგ წონასწორულ კურსს დაუბრუნდება.

კომენტარები