არჩევნები 2020

დეგნანი: არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და წინაზე უკეთესი

ჩვენ, საელჩო, აქ [ამერიკის] მთავრობას წარმოვადგენთ, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, როდესაც ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეუძლიათ ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია, ეკონომიკის აღდგენა და კოვიდ-19, ასევე იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს საქართველის ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა.

ცხადია, არჩევნები განხილული იყო. არჩევნებისადმი ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და წინაზე უკეთესი.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი.

კომენტარები