კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, მათ მდგომარეობაზე პროგნოზს ჯერ ვერ ვაკეთებთ

ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობის შესახებ პროგნოზს ჯერჯერობით ვერ ვაკეთებთ. ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტი გახლავთ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი არის თბილისში, გორშიც ორია, ანუ შედარებით ცოტაა სხვა რეგიონებში, საჩხერესა და ქუთაისში სამი კრიტიკული პაციენტია. 

თბილისის ინფექციური საავდამყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა. სულ საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

კომენტარები