არჩევნები 2020

ვაშაძე: არასდროს არ ვიქნებით ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით დაკავდება

სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს გვაქვს აღმშენებლობის მოქმედება და სტრატეგია, რომლის მოქმედებაში მოყვანაც გვინდა. შესაბამისად, კატეგორიულად ვემიჯნებით აბსოლუტურად ყველა კინკლაობას, ვერ ჩაგვითრევს ვერც ერთი კინკლაობაში, რაც არ უნდა ტალახის სროლა იყოს და თავდასხმა ჩვენთან მიმართებაში, კატეგორიულად გამოვრიცხავთ პასუხს.

ერთადერთი, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან დახსნა და ხალხის შველა.

გვაქვს კრიზისის დაძლევის კონკრეტულად შემუშავებული სტრატეგია და მხოლოდ ამაზე არის კონცენტრირებული ჩვენი კამპანია. არასდროს არ ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული. უმთავრესი, რაზეც ვფიქრობთ, ეს არის აღმშენებლობა, და ამ აღმშენებლობის სტრატეგიის აღმშენებლობაში მოყვანა.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კომენტარები