საზოგადოებრივი მაუწყებელი

სოხაძე: ეჭვია, რომ I არხზე შავი სიებია. არ შეიძლებოდა, რანინას ჟიურიში დავესვი?

შავი სიების არსებობის ეჭვია პირველ არხზე და მე პირადად მაქვს ეს ეჭვი, არ დაგიმალავთ, ალბათ, მეც მათ შორის ვარ. სამი წელი ჩემი ჭაჭანება არ ყოფილა არც ერთ გადაცემაში. სხვა ტელევიზიები თუ ორ თვეში ერთხელ გვეძახიან, აქ რატო არა? ეს ხომ საზოგადოებრივი არხია... ეჭვიც არ უნდა იყოს ადამიანებში, სად მიდის ეს მილიონები...

...ნეტა კი ვინმეს ჟიურიში მაინც დავესვი, არ შეიძლებოდა რანინას ჟიურიში? ბავშვობიდან გახსოვართ, რომ მღერი, სრული იგნორირებაა, გესმით, ვიღაცების, მე ილუსტრაცია ვარ, აგერ ვარ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, ამიტომ მწყინს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი ირმა სოხაძე.

კომენტარები