ტაქსები

მეზვრიშვილი ტაქსებში 3 კაცზე მეტის აკრძალვაზე: არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი გადაიხედოს

მსხვილი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რა შეზღუდვებიც არის დარჩენილი, ამის გადახედვა ყოველ მომდევნო საბჭოს სხდომაზე ხდება. 

არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს, გამორიცხული არაფერია. მას შემდეგ, რაც ვნახავთ, რომ არაკეთილსინდისიერ ქცევას მძღოლების მხრიდან არ აქვს ადგილი.

ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი პალიტრანიუსის ეთერში შეზღუდვაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა აკრძალულია.

კომენტარები