კრიმინალური მდგომარეობა

გომელაური კრიმინალზე: ხან იკლებს, ხან იმატებს, ჩვეულებრივი თემაა

როდესაც პოლიტიკოსები და, მათ შორის, სამწუხაროდ, ჟურნალისტებიც საუბრობენ, რომ დღეს, თურმე, დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, გადახედონ, ელემენტარულად, შევიდნენ საიტზე და ნახონ - არც ჩემი მოგონილია, არც ჩემი დაწერილია, მით უმეტეს, 2007-ში და 2008-ში მე ვერ დავწერდი. ნახავთ იქ, თუ რამხელა სხვაობაა, თუნდაც, წინა წლებში. 

სულ კლებადი ვერ იქნება რაღაც - ხანდახან იკლებს, ხან იმატებს, ჩვეულებრივი თემაა.

ელემენტარულად, ციხეებში იჯდა 24 000-25 000 ადამიანი. დღეს 9 000-მდეც არ არის, როგორც ვიცი. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. სამჯერ მეტი ხდებოდა მაშნ, როცა სამჯერ მეტი იჯდა ციხეში ადამიანი.  

ნუ, ახლა, მესმის, არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ მოიმატა, დაიქცა ქვეყანა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქვაყანაში კრიმინალური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

კომენტარები