არჩევნები 2020

კალაძე: დარწმუნებული ვარ, 30-ვე ოლქში შესაძლებელია, პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები

რა თქმა უნდა, სანამ შერჩევა მოხდებოდა და გადაწყვეტილებას მივიღებდით, თუ ვინ იქნებოდნენ ეს კონკრეტული ადამიანები, ამას წინ უძღვოდა კვლევები, გამოკითხვები და კანდიდატები, რომლებიც არის წარმოდგენილი, ეს არის ის ადამიანები, ვისაც რეალურად ყველაზე მეტი შანსი, შესაძლებლობა აქვს, რომ პირველივე ტურში დაასრულოს არჩევნები.  

თქვენ ხედავთ, როგორ მიდის კამპანია - ძალიან დიდია მხარდაჭერა, ძალიან დიდია თანადგომა და დარწმუნებული ვარ, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით შესაძლებელია, პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები.

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები