ეროვნული ვალუტა

გახარია: რა თქმა უნდა, დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია

ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენ ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც, ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს.

რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად, ასე თუ ისე, ნორმალურ პარამეტრებში ვართ.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული ვალუტაზე. ოფიციალური კურსით 1 დოლარის ღირებულება 3.3332 ლარი, ხოლო 1 ევროსი კი 3.8812 ლარია.

კომენტარები