გიორგი გახარია

გახარია: მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს ეკონომიკური აღდგენისთვის

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ არის ემოციებსა და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია. შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს და მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა – არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე.

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ. ოფიციალური კურსით 1 დოლარის ღირებულება 3.3332 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3.8812 ლარია.

კომენტარები