არჩევნები 2020

ხოშტარია ოცნებას: არჩევნების წაგების და სკამის დაკარგვის შიშმა გადაგიყვანათ ქვების სროლაზე

მივმართავ ქართულ ოცნებას, თქვენმა უსუსურობამ, არჩევნების წაგების და სკამების დაკარგვის შიშმა, თქვენ, გადაგიყვანათ ქვების სროლაზე. 

ქვების სროლა არის მხოლოდ შიშის და სასოწარკვეთის ნიშანი. ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებთ, მაგრამ თქვენ ეთამაშებით ცეცხლს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას ეკუთვნის ადამიანი, რომელიც ამისგან შეიძლება დაზარალდეს, ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები და არ არსებობს პოლიტიკური სკამი, რომლისთვისაც შეიძლება ღირდეს ერთი ადამიანის ერთი წვეთი სისხლი. 

ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვებს არ შევყვეთ ძალადობაში და ღირსეულად, მშვიდობიანად დავამარცხოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს. 

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, ევროპული საქართველოს სიის წარდგენაზე.

კომენტარები