დაპირისპირება მარნეულში

ხოშტარია მარნეულზე: ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის

ცოტა ხნის წინ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ცემეს. ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის.  ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდღიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან.  შეხვედრებზე მისული ადამიანებზე, კანდიდატებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა უკვე ყოველდღიურობა გახდაარც ერთ ჩვენგანს ამის არ ეშინია, პირიქით, ეს გვაძლიერებს და გვაერთიანებს, მაგრამ ეს არის საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ უნდა გადიოდეს ძალადობაზე, ერთმანეთის განადგურებაზე.  ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა საქართველოს ისტორიაში ამ სამარცხვინო ფურცლის ერთხელ და სამუდამოდ დახურვა.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მარნეულში მომხდარ დაპირიპირებაზე. 29 სექტემბერს, მარნეულში ვიტარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

კომენტარები