დაპირისპირება მარნეულში

კვირკველია მარნეულზე: სპორტულ მოედანს მიღმა ფიზიკური დაპირისპირება ჩემთვის მიუღებელია

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება სპორტულ მოედანს მიღმა, ვგმობ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს გთხოვთ და მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოსახლეობას და ქართულ დემოკრატიას. 

მოგიწოდებთ, რომ უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიან გარემოში და ჩვენს ხალხს მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი კონსტიტუციური ნება გამოავლინონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

ამბობს მანუჩარ კვირკველია. კვირკველია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 29 სექტემბერს მარნეულში ვიTარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

კომენტარები