არჩევნები 2020

კობახიძე: მელიას 4 მხარდამჭერი კობიაშვილის შეხვედრაზე სპეციალურად თეთრი პერანგით მივიდა

ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერი, 4 ადამიანი, სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდა კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. ჩვენი მხრიდან თითოეული მათგანი მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ არ აყოლოდნენ უმძიმეს პროვოკაციასაც კი. იქ არ მოხდა ასეთი ინციდენტი. 

თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ კვალი დატყობოდა მაქსიმალურად იმ ინციდენტს, რომელიც უნდა მომხდარიყო. საღამოს ნახეს სხვა ტანსაცმელში გამოწყობილი.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები