არჩევნები 2020

ბოკერია: ჩვენ გააზრებული გვაქვს, რა იყო არასწორი წარსულში და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად

ჩემი, ჩვენი გუნდის, ევროპული საქართველოს მკაფიო პოზიციაა, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა პოლიტიკური კლოუნების, ცდილობს, შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასტროფას უქადის ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვხედავთ ამას ლარის კურსზე, ყველა ოჯახში, სადაც დავდივართ, ერთი და იგივე სურათია უიმედობის, ფეხებზე დაკიდების და იმისი, რომ დღევანდელი ვითარება არანაირ შანსს არ აძლევს ჩვენს ქვეყანას წინსვლის.

სააკაშვილს და მის გარემოცვას სურს დაბრუნება 2012 წლამდე წარსულში და ამ ნოსტალგიით არის შეპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ის ლიდერი იყო, ჩვენ, ევროპული საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული გვაქვს კარგად, რა იყო არასწორი, რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად. გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ უკან კი არ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი კი არ ჩამოვიცილოთ და მერე ვთქვათ, რაღაცა იქნება, არამედ გვქონდეს მწყობრი გეგმა, გეზი და კომპასი, რაც არის ჩვენს ხელშეკრულებაში, ჩვენს ვალდებულებათა ბარათში.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ. ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე პარტიამ ვალდებულება აიღო, რომ არ შევა კოალიციაში ქართულ ოცნებასთან და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე.

კომენტარები