არჩევნები 2020

ხაზარაძე: ქართველი ერი ააშენებს თანამედროვე სახელმწიფოს, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა

ესაა პატრიოტი პროფესიონალების გუნდი, ვისთვისაც მთავარია ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს გამოყვანა იმ კატასტროფული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი, ზნეობრივი კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით ქართული ოცნების რვაწლიანი მმართველობის შედეგად.

მათგან განსხვავებით, ლელოსთვის მნიშვნელოვანია ქართული სულიერება და სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმი ავირჩიეთ პრეზენტაციის ადგილად. აქ დაცულია ჩვენი ისტორიის და კულტურის საგანძური. ერი, რომელსაც ასეთი გმირული ისტორია აქვს, შეუძლებელია, დიდხანს ამყოფოს უიმედობაში პატარა ჯგუფმა და მათმა ბელადმა, ვინც უკვე საბოლოოდ მოსწყდა რეალობას.

ქართველი ხალხი წარსულის უდიდესმა ტირანებმაც ვერ დაიმონეს. მით უმეტეს, გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ შუასაუკუნოვან საფეოდალოში, სადაც მხოლოდ თვით ეს ფეოდალი და მასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან. ჩვენ აუცილებლად დავანგრევთ მათ მიერ შექმნილ სისტემას 31 ოქტომბერს!

ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა.

ამბობს ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები