დავითგარეჯის საქმე

ზალკალიანი ივერი მელაშვილის დაკავებაზე: პირველ რიგში ვინ, თუ არა მე, ვწუხვარ ამ ფაქტზე

ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანამშრომელია ამ გამოძიების პროცესში. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გამოძიების პროცესში ყველა იმ არსებულ კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, გაეცემა პასუხი. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის - მე 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, რომელიც სისტემაში მუშაობს, კარგად ვიცნობ. მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სანამ არ დასრულდება სასამართლო პროცესი, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის მხრიდან გაკეთებულ გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი, იგივე კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საკითხი?

ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა. თუ არ ვცდები ფეისბუქ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და, ალბათ, მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ამას სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და გვექნება მასთან საუბარი, ვიმეორებ, ყველა ძალიან ვწუხვართ, პირველ რიგში, ვინ თუ არა, მე ვწუხვარ ამ ფაქტზე, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი.

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის განცხადებაზე. გიგი გიგიაძემ Facebook-ზე ივერი მელაშვილს მხარდაჭერა 7 ოქტომბერს, დაკავების შემდეგ გამოუცხადა. გიგიაძის შეფასებით, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია".

კომენტარები