არჩევნები 2020

გახარია: ქართული ოცნება არ არის ძალა, რომელიც პოპულისტურ დაპირებას გასცემს

ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელიც რაიმე პოპულისტურ დაპირებას გასცემს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს თითოეული დღე გაწერილი პროგრამის შესაბამისად და მინდა, ახლავე გითხრათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, დამატებით იქნება ინვესტირებული ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ის კონკრეტული პროგრამებია და ის კონკრეტული პროექტებია, რომლებიც ჩვენ უკვე განხილული გვაქვს და ვიცით.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას ისაუბრა.

კომენტარები