ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რამდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების შემთხვევაა, ატარეთ ტაძარში პირბადე!

დღეს დიდი დღესასწაულია, სვეტიცხოვლობაა, მოვუწოდე მე ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, შევიდნენ პირბადით ტაძარში და იყვნენ პირბადით. უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია დაცული. დისტანციის დაუცველობა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას და იცით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების შემთხვევები.

ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7, გამოჯანმრთელდა 159 პაციენტი.

კომენტარები