მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორგანიზაციების, განსაკუთრებით, კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინოს და ის, რაც მოხდა, მაგალითად, ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ დაწესებულებაში დაახლოებით ასამდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, უნდა ვიზრუნოთ მათზე და აღვჭურვოთ ყველა აუცილებელი საშუალებით, რათა დაიცვან თავი.
კორონავირუსი საქართველოში
გახარია: კერძო და საჯარო ორგანიზაციები მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ
tbl.ge/55fk
დაკოპირდა
ამბობს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება