ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: პირველი ტალღის დროს პირბადე იყო ჩვეულებრივი დეფიციტი, ამიტომ ჩავიკეტეთ

პირველი დღიდან ვამბობდით, რომ იქნება მეორე ტალღა და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ეს იყო აბსოლუტურად გასაგები პირველი დღიდან.

რატომ მოხდა ასეთი ზრდა, მოხდა იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვნახეთ, ჯანდაცვის სისტემა და საზოგადოება ბევრად უფრო მზად არის, ვიდრე პირველი ეტაპის დროს – თქვენ ყველანი ხართ პირბადეებში, პირველი ტალღა როდესაც იყო, პირბადე იყო ჩვეულებრივი დეფიციტი, ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეს პირბადე შეეძინათ და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ მძიმე ლოქდაუნი უნდა გამოგვეცხადებინა იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გადაგვერჩინა. 

[...] ისევე, როგორც ტესტირების საშუალება იყო უკიდურესად შეზღუდული, ისევე, როგორც სასუნთქი აპარატების რაოდენობა ქვეყანაში იყო უკიდურესად შეზღუდული, ისევე, როგორც სარეანიმაციო საწოლი ადგილები იყო უკიდურესად შეზღუდული

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კომენტარები