კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ბინაზე, კოვიდსასტუმროებში მყოფებს არ სჭირდებათ მკურნალობა, მიიღონ ბევრი სითხე, მორჩა

ერთი შემთხვევა მაინც დამისახელეთ, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო. დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. რეანიმაციული ადგილები უნდა იყოს. საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც, ჯერჯერობით, ვახერხებთ.

ვამბობდით, ნიღაბი გაიკეთეთ და დისტანცია დაიცავით-თქო, რომ ამდენი შემთხვევა არ ყოფილიყო. ალბათ, ყველა შევაწუხე ჩემი მოწოდებებით, სხვა არაფერი არ არის დღეს იმისთვის, რომ ასეთი მზარდი რაოდენობა არ იყოს. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში".

კომენტარები