ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: გთხოვთ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით, დავიცვათ წესები მაქსიმალურად

არ ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი, გემუდარებით, რაც გინდათ, ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად, იმიტომ, რომ ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს, ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე.

ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები