კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე სასწრაფო დახმარების არაოპერატიულობაზე: ეს პრეტენზია არაკორექტულია

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს აქვთ 2-დან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდში ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, რადგან ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა.

ეს არის გეგმიური პროცესი, ამ პერიოდში ექიმები იცვლიან აღჭურვილობას, ისინი მუშაობენ სრული დატვირთვით და ეს პრეტენზია არის არაკორექტული

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სასწრაფო დახმარების ბრიგადების არაოპერატიულობასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი ადამიანი წერს, რომ ისინი საათების და ხანდახან მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან დაკავშირებას.

კომენტარები