არჩევნები 2020

გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის პრემიერობისთვის ხმის მიცემა ჩვენთან არ განიხილება

მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად შევუქმნი ყველა შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვყავს, არც განიხილება ჩვენთან [სააკაშვილისთვის პრემიერმინისტრობაზე ხმის მიცემა], იმიტომ რომ არარეალური მგონია, არ არის მხარდაჭერა საზოგადოებაში, ხალხს უნდა სიახლე. მაგალითად, Edison Research-ის კვლევაში მე უფრო მეტი მაქვს პრემიერმინისტრობაზე მხარდაჭერა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. ეს რეალობაა, ზღაპარი კი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩემზე არაერთხელ არასწორად ისაუბრა, მე ხო არ დავუბრუნე სიტყვა. იცით რატომ? ამ ადამიანის როლს ქვეყნის განვითარებაში ვხედავ და მის როლს ვხედავ სხვანაირად, არ უნდა ხალხს მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. საქართველოში ჩამოვიდეს, თანამონაწილეობა მიიღოს პროცესებში. ხალხს უნდა სიახლე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ამის შესახებ ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები