გამყრელიძე: ქვემო ქართლში შემთხვევების ზრდა საქორწილო სუფრამ გამოიწვია

მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით. 

საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში - 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და, შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები