სპეცოპერაცია ზუგდიდში

მდინარაძე ოპოზიციაზე: ზუგდიდის შემთხვევა გაუხარდათ, ჩანდა ეს

აუცილებლად უნდა გავცე პასუხი, როგორ იყენებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს [ზუგდიდის სპეცოპერაცია] თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. იმას თავი დავანებოთ, რომ იქ, როდესაც ყაჩაღობა მიდიოდა და მძევლები ჰყავდათ აყვანილი, პოლიტიკოსები ქვემოთ, შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სცემდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს. გამოდიოდნენ და რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, ვარაუდებს გამოთქვამდნენ, ვიღაცას აბრალებდნენ, ვიღაცას Facebook-ში რომ ეჭვები გამოეთქვა კონკრეტული პირების მიმართ, გარკვეული, იმასთან დაკავშირებით, რა დღეში იყვნენ, როგორ აბრალებდნენ ამასაც მმართველ გუნდს და ა.შ. ამას თავი დავანებოთ.  

მეორე, როგორ იყენებენ ისინი არა მხოლოდ ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ძალიან გაუხარდათ და ჩანდა ეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. როგორ იყენებენ ისინი სამანიპულაციოდ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, როდესაც პირველი ნაწილიც კი არ არის ღონისძების დამთავრებული, ისინი რა განცხადებებით გამოდიოდნენ და რას კადრულობდნენ მათი მედიასაშუალებები. 

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას.

კომენტარები